თავში

საქართველოში კაცის ხელფასი ქალისას 31%-ით აღემატება

საქართველოში კაცის ხელფასი ქალისას 31%-ით აღემატება
საქართველოში კაცის ხელფასი ქალისას 31%-ით აღემატება

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1,150 ლარი და 10 თეთრი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელზე 29.6 ლარით ნაკლებია.
საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1,352 ლარი და 40 თეთრია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი ამაზე 428 ლარით ნაკლებია და 924 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. 

კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 31%-ით მეტია.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით); მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით);

2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა. 

საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 044.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 4.4 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 972.6 ლარი, გაიზარდა 9.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system