თავში

საქართველოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა

საქართველოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა
საქართველოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა

„სმარტმა” „ვისოლ ჯგუფის” დასვენების და მომსახურების კომპლექსში ხაჭაპურის ფესტივალი - „ლედეგენდა ხაჭაპურზე“ გამართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს „სმარტის” თანამშრომლებმა, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და რეცეპტების მიხედვით ხაჭაპური და ლობიანი მოამზადეს.

საუკეთესო ხაჭაპურისა და საუკეთესო ლობიანის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც „გასტრონავტის” თანადამფუძნებელი და რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი, შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა იყვნენ.

"ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ხაჭაპურის პოპულარიზაციას ჩვენს ინფრასტრუქტურაში. კონკურსმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა საუკეთესო რეცეპტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს ჩვენს საცხობებში. ამ ღონისძიებით გვინდა გასტრონომიულ პატრიოტიზმში შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რამეთუ ავამაღლოთ ხაჭაპურის ხარისხობრივი პარამეტრები და მეტი მომხმარებელი გვყავდეს," - განაცხადა „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

ცნობისთვის, ხაჭაპურის ფესტივალი შარშან ოქტომბერში სამეგრელოში, სოფელ რუხში, გაიმართა.მომზადდა: იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური ხაჭაპურები. ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 37 ადამიანი მონაწილეობდა. ფესტივალზე მრავალი სახის ხაჭაპური გამოჩნდა, რომელთა შორის იყო თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით მომზადებული.მომზადდა 4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system