თავში

საქართველოში ხელფასები შემცირდა

საქართველოში ხელფასები შემცირდა
საქართველოში ხელფასები შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.

2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. 

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით); 

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით); 

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით); 

მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით).

2020 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 65.5 ლარით შემცირდა და 1 175.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 044.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 4.4 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 972.6 ლარი, გაიზარდა 9.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე საშუალოდ 31%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system