თავში

საქართველოში ხორბლის მარაგი 115 000 ტონას გაუტოლდა

საქართველოში ხორბლის მარაგი 115 000 ტონას გაუტოლდა
საქართველოში ხორბლის მარაგი 115 000 ტონას გაუტოლდა

საქართველოში ხორბლის მარაგი უპრეცენტოდაა გაზრდილიდა ის 115 000 ტონას შეადგენს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს საშუალო მარაგი და FAO-ს რეკომენდაცია, 90 000 ტონამდე ხორბალს ითვალისწინებს, ეს არის 2 თვის მარაგი. ამჯამად კი ქვეყანას, თითქმის, 3 თვის მარაგი აქვს, რაც იძლევა ბაზრის რყევების აცილების შესაძლებლობას. 

საქართველოში რუსულ ხორბალს ყაზახური და უკრაინული ჩაანაცვლებს. 

შეგახსენებთ, 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 144.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 74.4 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

ხორბლის გაძვირებამ საქართველოს ყველაზე მასობრივი მოხმარების პროდუქტის, პურის, გაძვირების, საფრთხე შეუქმნა, რადგან ქვეყანა ხორბალზე მოთხოვნის 80%-ს იმპორტით ივსებს. ხორბლის, ფქვილისა და შესაბამისად, პურის, ფასის "დასაჭერად" საქართველოს მთავრობამ სპეც. პროგრამა აამუშავა, თუმცა წლიურ ჭრილში, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართანშედარებით ქვეყანაში პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტითაა გაძვირებული. რომ არა მთვარობის ძალისხმევა, პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system