თავში

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია
საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. მისი თქმით, სამინისტროში არსებობს სურსათის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების მართვის გეგმა, რომელიც ხორბლის მარაგების აღრიცხვას აწარმოებს.

პანდემიიდან გამომდინარე, მათ შორის, იმპორტიორი ქვეყნების ქცევა შეცვლილია, ასევე მოსახლეობის. ამიტომ, ზოგადად მსოფლიო თვალსაზრისით სურსათზე დიდი წნეხია, ხშირ შემთხვევაში არარაციონალური და ასეთ არარაციონალურ გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ იღებენ ქვეყნები. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ეს იწვევს ფასების ზრდას და იმის გამო, რომ ჩვენ დავაზღვიოთ, გვიწევს გაზრდილი მარაგებით ოპერირება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ რომ აშშ-დან საქართველოში დამატებით შემოვა ხორბლით დატვირტული ორი გემი, რომელიც საჩუქარია.

საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ერთ თვეში მარცვლეული 2.5%-ით გაძვირდა. წლიურ ჭრილში კი მარცვლეული მსოფლიოში 19,9%-ითაა გაძვირებული. 

სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს, რის გამოც პურზე ფასი არ გაიზრდება.

ცნობისთვის საქართველოში პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნება მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირების წყალობით მოხერხდა. სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

მანამდე სუბსიდირებისკენ მოუწოდა მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად. მათ მთავრობას ღია წერილით მიმართეს.

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზაობას მუდამ გამოთქვამდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system