თავში

საქართველოში ხორცის წარმოება გაიზარდა

საქართველოში ხორცის წარმოება გაიზარდა
საქართველოში ხორცის წარმოება გაიზარდა

ხორცის წარმოებამ 16.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1 პროცენტით შემცირდა და 984.2 ათასი სული შეადგინა.

ღორის რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.9 პროცენტით გაიზარდა და 12.5 მილიონ ფრთას მიაღწია.

აგროსპეციალისტებისა და კვების ტექნოლოგების განმარტებით, მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ხორცზე, როგორც რაოდენობრივ, ასევე მის ხარისხობრივ მაჩვენებელზე. შესაბამისად, იზრდება კონკურენცია, რომელიც ბაზარზე აყალიბებს ახალ გამოწვევებს მწარმოებელთა წინაშე და ქმნის მათთვის შესაძლებლობებს, წინასწარ განსაზღვრონ პროგნოზები, მოახდინონ რეაგირება ბაზარზე.

აგროკონსულტატნტების მტკიცებით, მხვილფეხა რქოსანი პირუტყვის(მრპ) ხორცის წარმოება ითვლება უფრო ინერტულ დარგად, ვიდრე ღორისა და ფრინველის წარმოება. მეფრინველეობაში ჩადებული კაპიტალის ამოღებას სჭირდება მიახლოებით 2-3 წელი, ხოლო გაზრდის ციკლს, წიწილიდან მზა პროდუქტამდე - 42-45 დღე, მეღორეობა - რენტაბელობა იწყება 3-5 წლიდან, გაზრდის ციკლი: ძუძუთა გოჭიდან, მზა პროდუქტამდე - 8-11 თვე, ხოლო მეძროხეობაში ჩადებული დანახარჯების ამოღებას სჭირდება მუშაობის 7-9 წელი, გაზრდის პერიოდი ხბოდან, მზა პროდუქტამდე 18-24 თვე, მიმართულების არჩევის დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ დარგს აქვს თავისი პრიორიტეტები.

მსოფლიოში პირველ ადგილზეა ღორის ხორცის წარმოება 38%, შემდეგ მოდის ფრინველის -36%, მრპ-ს და ხბოს - 22% და ცხვრის - 4%.

2014 წლის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით,(ბოლო მონაცემებია) ხორცის წარმოების მიზნით წელიწადში მსოფლიოში იკვლება 69,2 მილიარდზე მეტი ცხოველი. ამ რაოდენობაში შედის: ფრინველი 66,2 მილიარდი ფრთა, მათ შორის ქათამი 62 მილიარდი, ხოლო შინაური ცხოველი 2,8 მილიარდზე მეტი.
1961 წელთან შედარებით 2014 წლისთვის მოსახლეობა გაიზარდა 2,35-ჯერ, ხოლო წარმოებისთვის შინაური სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა დაკლული რაოდენობა 8,22-ჯერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system