თავში

საქართველოში ხვალიდან პირბადეების დამზადება იწყება

საქართველოში ხვალიდან პირბადეების დამზადება იწყება
საქართველოში ხვალიდან პირბადეების დამზადება იწყება

ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადება იწყება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული პროგრამაში, ასევე რამდენიმე კომპანია, რომელთაც აუცილებელი ნედლეული შემოაქვთ.

„ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ყველაზე მეტი შეხება აქვთ სხვებთან, მაღალი რისკის კატეგორიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით,  საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომლებსაც აქვთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე, ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system