თავში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

„დღეს დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველში 26 თებერვალს დაფიქსირდა. მეორე კი გუშინ, 28 თებერვალს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system