თავში

საქართველოში კორუფციის დაბალი დონე ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია

საქართველოში კორუფციის დაბალი დონე ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია
საქართველოში კორუფციის დაბალი დონე ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია

"საქართველოში კორუფციის დაბალი დონე ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია. მოწინავე პოზიციებზე ყოფნა ცალსახად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სეგმენტურიდან სისტემურ წარმატებებზე შეუქცევადი გადასვლის პროცესს, რასაც კარგად ამჩნევენ და ობიექტურად აფასებენ საერთაშორისო ეკონომიკური, ფინანსური და რეიტინგული ინსტიტუტები“,  -  ასე აფასებს სტატისტიკოს სოსო არჩვაძე იმ ფაქტს, რომ Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა,. 

იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს საკმაოდ მოწინავე პოზიციები უკავია ისეთი ინდიკატორებითაც, როგორებიცაა „ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულება“, „მთავრობა და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობა“ და „სამოქალაქო საზოგადოების უნარ-ჩვევების ზედამხედველობა“.

„ზოგადად, კორუფციის დონე მაღალ უარყოფით კორელაციაშია ეკონომიკური განვითარების დონესთან. ანუ, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკურად ქვეყანა, როგორც წესი, მით უფრო ნაკლებია იქ კორუფციის დონე. მიუხედავად ამ ზოგადი კანონზომიერებისა, საქართველო კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით ევროკავშირის 14 სახელმწიფოს (იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მალტა, ესპანეთი) უსწრებს, ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო ამ ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს სამჯერ და მეტად (32%) ჩამორჩება.

აღნიშნული გარემოება ცალსახად მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების სისტემური კორუფციის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლის თვალსაჩინო შედეგებზე. ამასთან, გარკვეულწილად, ეს ჩვენი მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საგადასახადო კულტურის მუდმივად მზარდი დონის მაჩვენებელიცაა. საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში - 19-ე ადგილზეა“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

შეგახსენებთ, მსოფლიოში აღიარებულმა ბიზნეს ასოციაცია TRACE-მ, რომელიც სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს პირველი ადგილი მიაკუთვნა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ინდექსით. რეიტინგი ქვეყანას 4 კომპონენტის მიხედვით აფასებს, რომელიც თავის მხრივ 9 ქვეკომპონენტს მოიცავს, რომელთაგან ერთერთის მიხედვით - “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება“ - საქართველო, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system