თავში

საქართველოში კვერცხის წარმოება 9.6 პროცენტით შემცირდა

საქართველოში კვერცხის წარმოება 9.6 პროცენტით შემცირდა
საქართველოში კვერცხის წარმოება 9.6 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 154.8 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.6 პროცენტით ჩამორჩება.

წარმოების კლების პარალელურა, კვერცხი, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

საქართველოდან კვერცხი წელს მხოლოდ აზერბაიჯანში დაექსპორტდა, თუმცა უცნობია ეს ადგილობრივი წარმოების ექსპორტია, თუ რეექსპორტი. მეზობელ ქვეყანაში საქართველომ წელს 824.9 ათასი დოლარის ღირებულების 255.1 ტონა ფრინველის კვერცხი გაყიდა.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 2,042.2 ათასი დოლარი კვერცხი შეიძინა. ჯამში წელს ქვეყანაში 0408 სასაქონლო ნიშნით შემოვიდა 2.576.3 ტონა ფრინველის კვერცხი (ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული).

ცნობისთვის, კვერცხის ქართული წარმოება ზარალზეა. ქართველ მწარმოებლებს დემპინგთან გამკლავება კვლავ უჭირთ. საქართველოში კვერცხი, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში. წლიურად კვერცხი დაახლოებით 6.0%-ით, ხოლო, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2.7 პროცენტით კვერცხზე ფასი გაიზარდა.

საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა. კვერცხის მწარმოებლების ინფორმაციით, ქართულ კვერცხს იმპორტირებულ ანალოგთან კონკურენცია უჭირს. იაფად შემოტანილ იმპორტულ კვერცხს ქართული წარმოება კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოების ტემპი მცირდება.

შეგახსენებთ, შარშან კვერცხი საქართველოში ერთადერთი თვითკმარი პროდუქტი იყო, ანუ კვერცხის ადგილობრვ წარმოებას შეუძლია შიდაბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system