თავში

საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა

საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა
საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა

საქსტატის ცნობით, წელს 6 თვეში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 167.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.4 პროცენტით ჩამორჩება.

რაც შეეხება ფრინველს, ფრინველის სულადობრივი რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.9 პროცენტით გაიზარდა და 12.5 მილიონ ფრთას მიაღწია.

ცნობისთვის საქართველოში კვერცხი ერთადერთი თვითკმარი პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ კვერცხის ადგილობრივ წარმოებას შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა.

კვერცხის მწარმოებლების ინფორმაციით, ქართულ კვერცხს იმპორტირებულ ანალოგთან კონკურენცია უჭირს.  იაფად შემოტანილ იმპორტულ კვერცხს ქართული წარმოება კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც  წარმოების ტემპი მცირდება. 

ქათმის კვერცხის მწარმოებელი ოთარ მუჩიაშვილი ამბობს, რომ უცხოური ბაზრებიდან იმპორტიორებს კვერცხი 3 თეთრად შემოაქვთ, გადასახადს არ იხდიან და პროდუქტს იაფად ჰყიდიან, რაც ტიპური დემპინგის შემთხვევაა.

შეგახსენებთ, დემპინგი ადგილობრივ წარმოებას დიდი ხანია აწუხებს და ადგილობრივი მეწარმეები მთავრობას შველას სთხოვენ. პარლამენტმა ივნისის ბოლოს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“.

პროექტის მიხედვით, ამ საკითხზე მოკვლევის ორგანოს კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს. სააგენტო, დემპინგური იმპორტის შესწავლას, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, კონკრეტული პროდუქტის შესახებ დაიწყებს. „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, დაადგინოს, იყიდება თუ არა იმპორტირებული პროდუქტი დემპინგური ფასებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system