თავში

საქართველოში ლარს სულ უფრო ნაკლებად ენდობიან

საქართველოში ლარს სულ უფრო ნაკლებად ენდობიან
საქართველოში ლარს სულ უფრო ნაკლებად ენდობიან

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი სექტემბერსათვის 25,340,000,000 ლარი შეადგინა, რაც 344,900,000 ლარით, ანუ 1.38%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.58%-ით მეტი).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბერსათვის 36.42 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.37 პროცენტული პუნქტით).

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.91%, ხოლო ევროს წილმა 13.51% შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 142,500,000 ლარით, ანუ 1.36%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.54%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 202,400,000 ლარით, ანუ 1.39%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.60%-ით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.45%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.89%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system