თავში

საქართველოში ლოკაციების ამერიკელი და ბელგიელი კონსულტანტები ჩამოვიდნენ

საქართველოში ლოკაციების ამერიკელი და ბელგიელი კონსულტანტები ჩამოვიდნენ
საქართველოში ლოკაციების ამერიკელი და ბელგიელი კონსულტანტები ჩამოვიდნენ

მიმდინარე წლის 6-8 ოქტომბერს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ბელგიიდან და აშშ-დან.

დღეს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩაატარა პრეზენტაცია საქართველოზე, როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მომგებიან ქვეყანაზე. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე.

ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებშიც ისინი შეხვდებიან რამდენიმე საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოში ინვესტიციის პოტენციაზე და გაიგონ მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ქვეყანას სტუმრობენ, როგორც წარმომადგენლები ტრანსნაციონალური საინვესტიციო სააგენტოების - Location Perspectives და AngelouEconomics. მათ საერთასორისო კომპანიებთან და საჯარო სტრუქტურებთან საინვესტიციო პროექტების კუთხით თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

„სულ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია და სააგენტო ინტერესდება საქართველოთი, როგორც მრავალფეროვანი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნით“,  - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე საქართველო ადგილს იმკვიდრებს და ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად,ხიდურელის თქმით, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს. 

ცნობისთვის, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად იმუშავა. განაახლებული სტრატეგია მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას და მათთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და პირობების, ასევე გარკვეული შეღავათების შეთავაზებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system