თავში

საქართველოში მამაკაცის იტალიური ბრენდი BOGGI Milano შემოდის

საქართველოში მამაკაცის იტალიური ბრენდი BOGGI Milano შემოდის
საქართველოში მამაკაცის იტალიური ბრენდი BOGGI Milano შემოდის

საქართველოში იტალიური სამოსისა და აქსესუარების ბრენდი BOGGI Milano შემოდის. ინფორმაციას Coucasus Business Week ავრცელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ კოლექციები ნებისმიერი თაობის, იმ კოსმოპოლიტი, საქმიანი მამაკაცებისთვისაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად, კომფორტისა და სტილის შენარჩუნება. ბრენდის კოლექციებში განსაკუთრებული ადგილი უკავია მამაკაცის სამოსს ყველაზე ოფიციალური მოვლენებისთვისაც, სადაც ბრენდი Tailor-Made კულტურას ინარჩუნებს. იყენებს დიდ არტისანულ გამოცდილებას და უმაღლესი ხარისხის Loro Piana-ს ქსოვილებს, რაც შეუდარებელი ხარისხის უცვლელი ნიშანია. BOGGI Milano-ს გრანდიოზული, ოფიციალური გახსნა ნოემბერშია დაგეგმილი.

BOGGI Milano ტანსაცმლის გარდა, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მრავალფეროვნებას შესთავაზებს ქართველ მამაკაცებს. მნიშნველოვანია, რომ პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა ექსკლუზიურად დამზადებულია იტალიაში.

„BOGGI Milano წარმოდგენილია 37 ქვეყანაში 190-ზე მეტი მაღაზიით. ძალიან მოხარული ვართ, რომ შემდეგი ქვეყანა საქართველოა, სადაც ჩვენი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. ბრენდიმ გლობალურად, ყოველდღე იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ იტალიური სტილის ფილოსოფიის გავრცელება მთელ მსოფლიოში. ამ მიზნის მისაღწევად 2016 წელს დავაარსეთ BOGGI Milano Academy, სადაც უკვე საქართველოს წარმომადგენლებიც გაივლიან ყოველწლიურ სწავლებას. ბრენდის მასშტაბების საერთაშორისო გაფართოების მიუხედავად, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ადგილობრივი ბაზრის ინდივიდუალურობაზე. ქართველი მომხმარებელი კი ვიცით, რომ განსაკუთრებულია და ის დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა,” – ამბობს ლორენცო მანცონი, ბრენდის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.

მისივე თქმით, სასიხარულოა ფაქტი, რომ თბილისში, მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ (ქავთარაძის #1) იხსნება და „ბოჯი მილანოს“ პირველი ოფიციალური შოურუმი საქართველოში სწორედ ამ ცენტრის მეორე სართულზე, ე.წ Luxury Corner-ში დაიკავებს ადგილს.

ბრენდის ფრანჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია „პრობუს კაპიტალი“ და შპს „აიჯი ინვესტი”. აღსანიშნავია, რომ „პრობუს კაპიტალი”, ასევე, ფლობს და მართავს Calvin Klein-ის ბრენდს საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system