თავში

საქართველოში მამაკაცს ქალზე 494.4 ლარით მეტი ხელფასი აქვს

საქართველოში მამაკაცს ქალზე 494.4 ლარით მეტი ხელფასი აქვს
საქართველოში მამაკაცს ქალზე 494.4 ლარით მეტი ხელფასი აქვს

საქართველოში მამაკაცს ქალზე 494.4 ლარით მეტი ხელფასი აქვს.

2020 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 978.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 472.5 ლარით განისაზღვრა. 

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 54.0 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 3.2 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის დღეს განახლებულ კვლევაში. 

2020 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system