თავში

საქართველოში მასწავლებლის ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს

საქართველოში მასწავლებლის ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს
საქართველოში მასწავლებლის ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს

საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს და მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

IDFI აღნიშნავს, რომ დაბალი ხელფასის შედეგად მასწავლებლების რაოდენობა მცირდება და საშუალო ასაკი იზრდება.

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეების მდგომარეობას, PISA-ს შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. ხოლო მსოფლიო ბანკის “ადამიანური კაპიტალის ინდექსი“ გვიჩვენებს რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეებში მოსალოდნელი პროდუქტიულობა ყველაზე დაბალია რეგიონის და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

PISA-ს ქულების გათვალისწინებით საქართველოს განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system