თავში

საქართველოში მეფუტკრეობა ნაკლებად რენტაბელური ხდება

საქართველოში მეფუტკრეობა ნაკლებად რენტაბელური ხდება
საქართველოში მეფუტკრეობა ნაკლებად რენტაბელური ხდება

თაფლის წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. მეფუტკრეების ინფორმაციით, წლებია უკვე, დახმარებას ითხოვენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. დარგი, ფაქტობრივად, საოჯახო მეურნეობების იმედადაა და მათაც უჭირთ. მწარმოებლებს დიდი შეფერხება აქვთ ექსპორტზეც, რადგან ხარისხის სერტიფიკატი მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული, რასაც ვერ ახერხებენ. ფაქტია, რომ დარგი არარენტაბელური ხდება. როგორც მეფუტკრეობის სფეროს სპეციალისტი, მეფუტკრე როლანდ მირაქაშვილი report.ge-თან ამბობს, რთულია ლაბორატორიულ კვლევებში მონაწილეობაც. 

როლანდ მირქაშვილის ინფორმაციით, თაფლის წარმოებისთვის განსაკუთრებით ეპიდემიურ პერიოდში უჭირს, რადგან რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრად შემცირებულია და ვერც ექსპორტზე გადის პროდუქტი. 

,,თაფლის წარმოება არნახულ შრომას მოითხოვს, რასაც ჯერჯერობით არანაირი დაფასება არ აქვს. გაუყიდავი პროდუქტის მარაგი გვიწყვია, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებთ. გარშემო ყველაფრის ფასი მატულობს და ჩვენ 8 ლარადაც ვერ ვყიდით თაფლს, ამდენი ღირდა ის 10 წლის წინ და საბითუმო ბაზარზე კვლავ ასეთი ფასია. ერთი შეხედვით, ექსპორტი არ ფერხდება, მაგრამ რა აზრი აქვს ნებართვის დაშვებას, როცა პროდუქტის გატანის საშუალება არ არის. ხარისხის სტანდარტიც კი არ გვაქვს, იმდენად მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული, ვერ აუდის წარმოება. ლაბორატორიულ კვლვებში ვერ ვმონაწილეობთ, რაშიც ასევე დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ რეაგირება არ არის. ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს, რომელიც უნდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, ყველა სტანდარტი დაცულია, გარდა იმისა, რომ სერტიფიკატი არ გვაქვს. მთავრობის დახმარების გარეშე ამას ვერც მოვახერხებთ. ადგილობრივი ბაზარიც გაჩერებულია. ხალხი თაფლს თითო კილოგრამობით თუ იძენდა, ახლა 200-300 გრამიანი ქილებით ძლივს ყიდულობენ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მისი შეძენის აუცილებლობაა", - ამბობს როლანდ მირაქაშვილი.

რაც შეეხება თაფლის ექსპორტს, მდგომარეობა რომ სახარბიელო არ არის, ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. ნოემბრის მდგომარეობით, საქართველომ შარშან 3.7 ტონა ნატურალური თაფლი დააექსპორტა. საქსტატის ცნობით, 0409 სასაქონლო ნიშნის ქვეშ თაფლის ექსპორტისგან ქვეყანამ კამში 13.4 ათასი დოლარი მიიღო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშანდელთან შედარებით, ქართული თაფლის ექსპორტი განახევრებულია. შარშან საქართველოდან საზღავარგარეთ გაიყიდა 6.4 ტონა, რომელშიც ქვეყანამ შარშან 56.2 ათატსი დოლარი მიიღო. 

იმ დროს, როცა დარგი დიდ გასაჭირშია და დახმარებას ითხოვს, მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე, გოგა ციცქიშვილი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს მეწარმეებისთვის თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქმე ეხება აჭარელ მეფუტკრეებს, რომლებისგანაც ირაკლი ლექვინაძის კუთვნილმა სადისტრიბუციო კომპანიამ თაფლი წაიღო, თუმცა თანხას ამ დრომდე არ გადაუხდია. დავალიანების ოდენობა უკვე 50 ათას ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system