თავში

საქართველოში მეცნიერულ კვლევებზე 140.2 მილიონი ლარი დაიხარჯა

საქართველოში მეცნიერულ კვლევებზე 140.2 მილიონი ლარი დაიხარჯა
საქართველოში მეცნიერულ კვლევებზე 140.2 მილიონი ლარი დაიხარჯა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამეცნიერო დაწესებულებების კვლევა  განაახლა. 

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 48 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 140.2 მილიონი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობამ 13 732 შეადგინა, რომელთაგან 10 191 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 52.4 პროცენტი ქალია, ხოლო 47.6 პროცენტი კაცი. მკვლევართა 71.4 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 26.7 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 1.8 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით. რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე. 

მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 2 398 ერთეულს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 442 კაცია დასაქმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system