თავში

საქართველოში მობილური ინტერნეტი გაიაფდა

​საქართველოში მობილური ინტერნეტი გაიაფდა
საქართველოში მობილური ინტერნეტი გაიაფდა

საქართველოში მობილური ინტერნეტის ღირებულება შემცირდა. როგორც კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა, 2021 წლის თებერვალში, ბაზარზე ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 0.80 ლარს შეადგენს, რაც 2020 წლის თებერვლის ფასთან, 1.45 ლართან, შედარებით, 45%-ით ნაკლებია. 

გაზრდილის მოხმარებული ინტერნეტის ოდენობაც. 2020 წლის თებერვალში აბონენტებმა 10.3 პეტაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს, 2021 წლის თებერვალში კი ის 90%-ით გაიზარდა და 19.5 პეტაბაიტი გახდა. თებვერვალში თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება 7.2 გბ გაუტოლდა, რაც, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, 78%-იან ზრდაზე მიანიშნებს. 

მობილურმა ოპერატორებმა თებერვალში მომხმარებლისგან 37.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია. თუკი 2020 წლის თებერვალში ქართული ოპერატორების აბონენტთა რაოდენობა იყო 4.99 მილიონი, 2021 წლის თებერვალში აბონენტთა რაოდენობაა 4.88 მილიონი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system