თავში

საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა შეიქმნება

​საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა შეიქმნება
საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა შეიქმნება

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ შესახებ საკანონმდებლო პროექტი მზადაა. ის გულისხმობს სპეციკური ნარჩენების მართვას, როგორიცაა შესაფუთი ნარჩენები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, გამოყენებული ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები, საბურავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინსიტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. მისი თქმით, კანონპროექტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით შემუშავდა.

„ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის მიდგომები. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში გარკვეული კორექტირება შევა. თუმცა ჩვენ, მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის - სახელმწიფოს, თვითმმართველობისა და ბიზნესის მოსაზრეები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა. სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა ევროკავშირის, USAID-ის, SIDA-ს დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან კონსულტაციით განხორციელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system