თავში

საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებზე გავა

საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებზე გავა
საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებზე გავა

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაწარმოები სულ უფრო მეტი სასაქონლო ჯგუფია წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, ევროპელ მეგობრებთან განვიხილავთ არსებული ვაჭრობის უფრო მეტი გაფართოებას და გვსურს, ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპის ბაზარზე, - მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შევძლებთ მივაღწიოთ მის წარმოდგენას ევროპულ ბაზრებზე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპელ კოლეგებს ასევე გააცნო ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ხარისხის შესატყვისობის რეგულაციების დანერგვაში, მათ შორის ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, საქართველო თევზის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს. ქვეყანამ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. 2020 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი. თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

საქართველოში მეთევზეობის დიდი პოტენციალია.

ცნობისთვის, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system