თავში

საქართველოში "ნოკიას" საქმიანობის გაფართოებაზე იმსჯელეს

საქართველოში "ნოკიას" საქმიანობის გაფართოებაზე იმსჯელეს
საქართველოში ნოკიას  საქმიანობის გაფართოებაზე იმსჯელეს

საქართველოში კორპორაცია „ნოკიას“ საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი ფინური კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტს მიკო ლავანტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფინურ კორპორაციას სურვილი აქვს, შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე. რაც შეეხება მიმართულებებს, შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტისა და ზოგადად ციფრული ეკონომიკის განვითარება.

სამინისტროს წარმომადგენლებმა „ნოკიას“ ვიცე-პრეზიდენტს გააცნეს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული ვითარება, მათ შორის, ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საყოველთაო ინტერნეტიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ციფრული ჰაბი რეგიონში, რისთვისაც ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ხელსაყრელ საკანონმდებლო და ბიზნეს გარემოზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კორპორაციების შემოსვლისა და რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კუთხით, რამაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე. 

შეგახსენებთ, "ნოკიას“ რეგიონული დირექტორი საქართველოს საინვესტიციო გარემოს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე გაეცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system