თავში

საქართველოში პენსია ყოველწლიურად გაიზრდება

საქართველოში პენსია ყოველწლიურად გაიზრდება
საქართველოში პენსია ყოველწლიურად გაიზრდება

ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, საქართველოში პენსია, ყოველწლიურად გაიზრდება. პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პენსიის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება პარლამენტში წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას. 

რაც შეეხება პენსიის ზრდის ოდენობას, იგი ყოველწლიურად შემდეგი მეთოდით გაიზრდება:

 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის - არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;

 70 წლის და მეტი ასაკის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტი - არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ინფლაცია და მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად განისაზღვრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system