თავში

საქართველოში პირველი თევზსაჭერი გემი შენდება

საქართველოში პირველი თევზსაჭერი გემი შენდება
საქართველოში პირველი თევზსაჭერი გემი შენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეთევზეებს შეხვდა და ის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები გააცნო, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა მეთევზეებისგან მოისმინა, თუ რა საკითხში სჭირდებათ მათ მეტი თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან, რათა არსებული სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეთევზეებმა უკეთ შეძლონ საქმიანობა. აღნიშნული მხარდაჭერა შეეხება როგორც თევზსაჭერი გემის შესყიდვაში მხარდაჭერას, ასევე სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას.

მეთევზეებთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის თანახმად, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდება.

პრემიერის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს თევზმჭერი ფლოტის მნიშვნელოვნად განახლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბანკო სექტორი, მეთევზეთა ასოციაცია, მცირე მეთევზეები და მეთევზე ლიცენზიანტები დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system