თავში

საქართველოში ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შემოვიდა

საქართველოში ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკო
საქართველოში ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შემოვიდა

ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს მიმართულებით პირვლი რეგულარული რეისი შეასრულა. AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდმა ატირაუდან 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა.

ყახაზეთიდან ქუთაისში ჩამოსული რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიაკომპანია FlyArystan-ი ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან შეასრულებს. ატირაუს შემდეგ რეგულარული რეისები ქუთაისსა და ყაზახეთს შორის 4 მაისს, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან შესრულდება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელსაც გუშინ 2 წელი შეუსრულდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system