თავში

საქართველოში ყველაზე მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოში ყველაზე მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა
საქართველოში ყველაზე მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა

იაპონურმა ენერგო გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის, ინფორმაციით, იაპონურ ენერგო კომპანიას, TEPCO RP-ს, სააგენტოს წარმომადგენლები 3 წლის განმავლობაში ემუშავებოდნენ. 

"აქ კარგად ჩანს თუ რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვა. თუმცა ჩვენი Invest In Georgia - გუნდის 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მსხვილი, იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, რომლის შემთხვევაშიც ქვეყანაში არა მხოლოდ ფინანსური რესურსი შემოედინება, არამედ ეს არის სხვა იაპონური ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი. როდესაც ასეთი გიგანტი კომპანია ქვეყანაში ოპერირებს, ეს იაპონელ ინვესტორებს აძლევს დამატებით გარანტიას იმისა რომ ქვეყანა არის სანდო და უსაფრთხო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

აღნიშნული, TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა. 

იაპონური კომპანია გეგმავს საქართველოში მმართველი რგოლისა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გამოგზავნას, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. 

"გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივების გაცვლა პროექტის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება," - აცხადებს ხიდურელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system