თავში

საქართველოში რძის იმპორტი 3 თვეა იკლებს

საქართველოში რძის იმპორტი 3 თვეა იკლებს
საქართველოში რძის იმპორტი 3 თვეა იკლებს

ივლისში იმპორტირებული რძის პროდუქტის რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით შემცირდა. იმპროტის მასშტაბები ზედიზედ 3 თვეა იკლებს, თუმცა პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია. 

ამის შესახებ "მერძევეობა საქართველოში" აცხადებს.

ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ფხვნილის წილი იმპორტში იკლებს, მას სხვა მზა პროდუქცია ანაცვლებს. მათივე შეფასებით, ყველის ექსპორტი იმედისმომცემია - წელს ის უპრეცენდენტოდ მაღალია - თუმცა მასშტაბები იმპორტთან შედარებით კვლავ ბევრად პატარაა.

რძის ბაზრის მკვლევართა მონაცემებით, ივლისში რძის პროდუქტების იმპორტმა 10 მილიონი ტონა შეადგინა. რაც:

  • შარშანდელს 29%-ით ჩამორჩება
  • წინა 3 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებელს კი - 56%-ით

წელს (შვიდი თვის ჯამში) რძის პროდუქტების იმპორტის რაოდენობა ნედლი რძის ექვივალენტში 94.3 მლნ ლიტრს უტოლდება. აქვე აღსანიშნავია რომ იმპორტში ირანის წილი 5%-ს არ აღემატება.

2020 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის რაოდენობა:

  • 14%-ით უფრო მაღალია ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში
  • და 16%-ით აღემატება წინა 3 წლის ანალოგიური მაჩვენებლის საშუალოს

იგივე პერიოდში, მოხდილი მშრალი რძის (უცხიმო ფხვნილის) იმპორტი 46.9 მლნ ლიტრია. რაც:

  • გასული წლის შვიდი თვის ჯამს 8%-ით ჩამორჩება
  • წინა 3 წლის საშუალოს კი - 14%-ით

ივლისში რძის პროდუქტების იმპორტის საშუალო ღირებულება:

  • ლარებში შარშანდელის ანალოგიურია
    • თუმცა წინა 3 წლის საშუალოს 22%-ით აღემატება
  • დოლარებში 3%-ით უფრო მაღალია ვიდრე ერთი წლით ადრე
    • თუმცა წინა 3 წლის საშუალოზე 8%-ით დაბალია
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system