თავში

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა
საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით მეტია. 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით აღემატება 2019 წლის შედეგს.

საქართველომ რძის წარმოება მცირედით  2020 წლის III კვარტალშიც გაზარდა, როცა რძის წარმოება 168.4 მილიონი ლიტრს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.0 პროცენტით გადააჭარბა.

რძისა და ყველის მწარმოებლები რძის დეფიციტზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, როგორც მოსახლეობიდან, ასევე ფერმებიდან რძის შესყიდვა შემცირდა, ხოლო ფასი გაიზარდა. 

საქართველოში ბოლო ერთ თვეში რძე და ყველი 4.0 პროცენტით გაძვირდა. ისინი გაძვირებულია წლიურ ჭრილშიც, 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით რძესა და ყველზე ფასები გაზრდილია 9.1 პროცენტით. რძე და რძის პროდუქტები გაძვირებულია მსოფლიო ბაზარზეც. 

შეგახსენებთ, რძეს "თეთრ ოქროს" უწოდებენ მისი უდანაკარგო წარმოების ციკლის გამო და სპეციალისტები სახელმწიფოს მერძევეობის სექტორისადმი მეტ ყურადღებას ურჩევენ. სახელმწიფო მერძევეობის განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამას ამუშავებს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.

საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია.

უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system