თავში

Renaissance Capital-მა საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელობა მოიწონა

საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელობა მოიწონა
Renaissance Capital-მა საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელობა მოიწონა

საინვესტიციო ბანკის Renaissance Capital-ის შეფასებით, საქართველოსა და მსოფლიოში ეკონომიკური გაურკვევლობის მატების პირობებში სწორი და პრაგმატულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე შენარჩუნების თაობაზე.

Renaissance Capital-ის რეკომენდაციით, დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის 3.4-3.5-ის ნიშნულამდე გაუფასურების შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთი 1-1.5 პროცენტული პუნქტით უნდა გაიზარდოს.

“ქიდან გამომდინარე, საქართველოს სავალუტო შემოდინებების 15% ტურიზმიდან იღებს, ხოლო საზღვრები კი უცხოეთის მოქალაქეთათვის ჩაკეტილია, საქართველოს ეროვნული ბანკი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ სახეზეა როგორც ინფლაციის ზრდაზე (კერძოდ, ლარის გაცვლითი კურსის 10%-იანი გაუფასურება), ასევე მის შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები. ჩვენი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.4-3.5-ის ფარგლებში გაუფასურდა, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 1-1.5 პროცენტული პუნქტით გაამკაცრებს,”- ნათქვამია ბანკის მიმოხილვაში.

Renaissance Capital-ი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდობის გასაზრდელად 5 პროცენტული პუნქტით შეამციროს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო განაკვეთი და ის 20%-იან ნიშნულთან დააბრუნოს. ამით ბანკებს მიეცემათ საშუალება გაზარდონ  საკუთარი დაკრედიტება $200 მილიონით.

ბანკი სებ-ისგან ყოველთვიურად, დაახლოებით, $80 მილიონის მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას მოელის.

Renaissance Capital-ის მიერ განახლებული საბაზო სცენარით, საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი განახევრდება და ის 2.3% იქნება. ბანკი ზრდის შემცირების ძირითად წყაროდ ტურიზმის სექტორში მოსალოდნელ ვარდნას ასახელებს.

"ჯამურად საქართველოში ტურიზმის, დაახლოებით, 25%-ით შემცირება არის მოსალოდნელი. ეს კლება თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ ჩვენ მიერ წარსულში გაკეთებულ 4.8%-იან მაჩვენებელს 2.3%-მდე შეამცირებს. 2021 წელს კი, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მშპ-ის ზრდა 6% იქნება. ჩვენ მიერ მომზადებული მეორე შესაძლო სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა რეცესიაში შევა, თუ ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება აგვისტო/სექტემბრამდე არ დაიწყებს გაუმჯობესებას. ამ სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 0.5 პროცენტით შემცირდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 12.5%-მდე გაზრდა, ასევე მოსალოდნელია ლარის გაცვლითი კურსის უფრო მკვეთრი გაუფასურება. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ცენტრალური ბანკის მხრიდან უფრო დიდი მოცულობით სავალუტო ინტერვენციების განხორციელება, ასევე რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რასაც დეფლაცია და შემდგომში განაკვეთის 5%-მდე შემცირება მოყვება,” - ნათქვამია Renaissance Capital-ის შეფასებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system