თავში

საქართველოში საბანკო პოლიტიკის შეცვლას რეკომენდირებენ

საქართველოში საბანკო პოლიტიკის შეცვლას რეკომენდირებენ
საქართველოში საბანკო პოლიტიკის შეცვლას რეკომენდირებენ

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ურთულესი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით მიმართავს.

„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი და სწორედ ამით არის გამოწვეული მისი უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ამ მხრივ, ხელისუფლებას მართებს სერიოზული ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე.

„დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი. მით უმეტეს, არსებული ვითარების გათვალიწინებით, რაც გამოწვეულია მსოფლიო პანდემიიდან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელი და გარდაუვალია ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე, რაც საქართველოს მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები. უნდა მოხდეს საბანკო განაკვეთების მაქსიმალური ლიბერალიზაცია და იგი უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას," - აცხადებენ „ევროპელი სოციალისტები“. 

პარტიაში თვლიან, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორთან ერთად უნდა გადახედოს ბანკების წლიური მოგების პროცენტულ ზღვარს.

„ბანკების მიერ მოზიდული სესხი და საკრედიტო რესურსები, გაცემული სესხები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო ნორმებს და მათი წლიური მოგება არ უნდა იყოს ზღვარს გადასული. მაგალითისთვის, თუ ბანკი კრედიტს იღებს 6% -ად, გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 7,4% -ს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ ვითარებას, რაც გამოწვეულია პანდემიით, მსგავსი ტიპის საშეღავათო პირობები ხელისუფლებამ და საბანკო სექტორმა მოსახლეობას უნდა შესთავაზოს, მინიმუმ, პანდემიის დასრულების პერიოდამდე“ - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system