თავში

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორები ყველაზე მეტად სამეზობლოდან შემცირდა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორები ყველაზე მეტად
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორები ყველაზე მეტად სამეზობლოდან შემცირდა

2021 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 93.6 პროცენტით შემცირდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 87.2 პროცენტი შეადგინა და წლიურად 91.9 პროცენტით დაიკლო. საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის თვის განახლებულ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის იანვარში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. 

რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (-97.8 პროცენტით), აზერბაიჯანიდან (-97.5 პროცენტით) და სომხეთიდან (-95.8 პროცენტით) გამოირჩეოდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 4.1 პროცენტული პუნქტით აისახა.

სპეციალისტების განმარტებით, შეზღუდვების გამო საქართველო ყოველდღიურად 20 000 პოტენციურ ტურისტს კარგავს.

საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 16 მლნ ლარს კარგავს.

რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს. ბიზნესი კომენდანტის საათის გადაწევა-მოხსნასა და სახმელეთო საზღვრების ეტაპობრივი გახსნის დაჩქარებას ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system