თავში

კორონავირუსმა აზერბაიჯანიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა 97.4%-ით შეამცირა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა 97.4%-ით შეამცირა
კორონავირუსმა აზერბაიჯანიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა 97.4%-ით შეამცირა

ტურიზმი - 2020 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 93.8 პროცენტით შემცირდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 78.3 პროცენტი შეადგინა და წლიურად 92.3 პროცენტით დაიკლო. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის აპრილის თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის აპრილში, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (91.5 პროცენტით), აზერბაიჯანიდან (97.4 პროცენტით) და სომხეთიდან (91.5 პროცენტით) გამოირჩეოდა. 

"ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მარტის თვიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრები ჩაკეტა. ამ სიტუაციამ, ბუნებრივია, იმოქმედა საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობაზე. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების შემცირებაში დიდი წვლილი შეიტანა გერმანიიდან (-99.3 პროცენტით), პოლონეთიდან (-99.8 პროცენტით) და საფრანგეთიდან (-99.3 პროცენტით) შემოსული ვიზიტორების კლებამ. მთლიანად ევროკავშირიდან ვიზიტორების კლებამ მთლიან შემცირებაში უარყოფითი 5.4 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ზოგადად, ვიზიტორთა რაოდენობა ყველა ქვეყნიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია," - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system