თავში

საქართველოში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ჩამოვლენ

საქართველოში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ჩამოვლენ
საქართველოში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ჩამოვლენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ჩართულობით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ე.წ. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტი იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

აღნიშნული მიზნით, განხორციელდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი კომუნიკაცია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან არ ყოფილა და ეს პირველი შემთხვევაა.

საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში.

გამოცდილებიდან გამომდინარე, მსგავსი საკონსულტაციო კომპანიების უმეტესობა არასრულ ინფორმაციას ფლობს საქართველოს შესახებ და პოტენციური ინვესტორების მხრიდან ახალი საინვესტიციო მდებარეობის შერჩევის მოთხოვნის შემთხვევაში, კონსულტანტების უმეტესობა არ განიხილავს საქართველოს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მუშაობა საქართველოსა და მისი ბიზნეს კლიმატის უპირატესობების შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით, რათა შემდგომში მათი მხრიდან აქტიურად მოხდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ინვესტორებისთვის.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მოახდინა 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათი ნაწილის მხრიდან მზაობა, რომ სექტემბერში, ბუნებრივია პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. ნაწილთან კი აქტიურ რეჟიმში ხდება ონლაინ შეხვედრების გამართვა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system