თავში

საქართველოში სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება იწყება

საქართველოში სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება იწყება
საქართველოში სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება იწყება

"მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს მთავრობა დაიწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების, 2021-2024 წლების განმავლობაში.

„ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და ჩვენ, ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით," - განაცხადა პრემიერმა გახარიამ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system