თავში

საქართველოში საქონლის იმპორტი 9.3%-ით შემცირდა

საქართველოში საქონლის იმპორტი 9.3%-ით შემცირდა
საქართველოში საქონლის იმპორტი 9.3%-ით შემცირდა

საქონლის იმპორტი წლიურად 19.3%-ით შემცირდა, რაც მეტწილად სატრანსპორტო მოწყობილობებისა (-35.0% წ/წ) და ნავთობპროდუქტების (-33.4% წ/წ) იმპორტის კლებამ განაპირობა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე შემცირდა სამომხმარებლო საქონლის (-19.4% წ/წ), კაპიტალური საქონლის (-14.0% წ/წ) და სამრეწველო მარაგების (-15.3% წ/წ) იმპორტიც, ხოლო საკვები პროდუქტების იმპორტი წ/წ 2.1%-ით გაიზარდა.

კლება დაფიქსირდა დსთ-ს ქვეყნებსა (-20.3% წ/წ) და ევროკავშირში (-11.1% წ/წ), ხოლო სხვა ქვეყნებში საქონლის ექსპორტი გაიზარდა (+26.3% წ/წ), ძირითადად ჩინეთსა (+62.1% წ/წ) და თურქეთში (+65.3%) გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე.

სასაქონლო კატეგორიების ჭრილში, შემცირებულია მანქანების (-12.8% წ/წ), ღვინისა და სპირტიანი სასმელების (-12.0% წ/წ), მინერალური წყლებისა (-8.8% წ/წ), მედიკამენტების (-5.4% წ/წ) ექსპორტი. ამასთან, სპილენძის (+7.5% წ/წ), ფეროშენადნობების (+34.5% წ/წ) და ოქროს (+38.9% წ/წ) ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზარდილი.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის 7 მილიონიანი ბრუნვიდან 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი იმპორტზე მოდის. მაჩვენებლი17.5%-ითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის 8 თვეში ქვეყნიდან იმპორტისთვის 17.5%-ით ნაკლები დოლარი გავიდა, ვიდრე - შარშან.

როგორ გამოიყურება საქართველოს იმპორტი ციფრებში, ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system