თავში

საქართველოში საწვავის ჭარბი მარაგია

საქართველოში საწვავის ჭარბი მარაგია
საქართველოში საწვავის ჭარბი მარაგია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საწვავზე მოთხოვნის კლების მიუხედავად, მარტში იმპორტი მაღალ ნიშნულზე ფიქსირდება. ამ მხრივ გავლენა საერთაშორისო ფასმა მოახდინა და კომპანიებმა ჭარბი მარაგი შექმნეს. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთრალაშვილი განმარტავს, მკაცრი კარანტინის პირობებში, როდესაც ქალაქები ჩაკეტილია, აპრილში საწვავის მოხმარება თითქმის აღარ არის, რაც გარკვეულ ნეგატიურ გავლენას იმპორტის მაჩვენებლებზეც მოახდენს. 

,,მკაცრი კარანტინის პირობებში იმპორტი წაახალისა იმ ფაქტორმა, რომ საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე შემცირებულია. კომპანიებმა შექმნეს დიდი რაოდენობის მარაგები, რომლის დასაწყობება მოახდინეს. ეს ნიშნავს, რომ მომავალ პერიოდში იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია. რეალიზაცია ფაქტობრივად არ ხდება, აპრილში ჩვენ 2 კვირიანი კარანტინი გვქონდა, რა დროსაც აბსოლუტურად გაჩერებული იყო საწვავზე მოთხოვნა. თუკი იმპორტი მარტში განახევრდა, აპრილში კიდევ უფრო არის შემცირებული, მოანეცემები ამასთან დაკავშირებით მაისიდან გამოქვეყნდება. ცხადია, იმპორტის დინამიკა კლებისკენ კიდევ შეიცვლება. ამ ეტაპზე საწვავის ჭარბი მარაგებია ქვეყანაში. უახლოეს თვეებში გამოჩნდება სიტუაცია და მარაგები უფრო მეტად გაიზრდება“, - განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.

ცნობისთვის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,4 ათასი ტონა, რაც 11,8 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system