თავში

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა
საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბენზინი ფასი ქვეყანაში საშუალოდ 73 თეთრით არის გაზრდილი. რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარის ნიშნულს უახლოვდება. ხოლო, პრემიუმის ღირებულებამ უკვე რამდენიმე თვეა 3 ლარს გადააჭარბა. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება.

მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ერთი ტონა ბენზინის ფასი, დაახლოებით 80 დოლარით არის გაძვირებული. 

შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები გამოსავალს „მცურავი აქციზის“ დაწესებაში ხედავენ. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ ბენზინზე ფასების ზრდას შესაჩერებლად აქციზის გადასახადის განახევრებაა საჭირო. 

რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:

რაც შეეხება, ნავთობის მსოფლიო ბაზარზს, პანდემიის გამო, 1 წლის წინ, 2020 წლის აპრილში, 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით "შინ დარჩა", რამაც საწვავის მოხმარება და შესაბამისად ნედლ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა, ამან კი Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი XXI საუკუნის მინიმუმამდე, 73%-ით $18-მდე შემაცირა. მარაგების გადავსებისა და კონტრაქტების ვადის ამოწურვის შედეგად, ღირებულება მინუსზეც კი გავიდა და -$38-ზე დაფიქსირდა, რაც ნავთობის წარმოების ისტორიაში აბსოლუტური მინიმუმი იყო. ნავთობის 73%-იანი გაიაფების პარალელურად შარშან საქართველოში საწვავზე საცალო ფასები 20-25 პროცენტით შემცირდა. მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასების ზრდა მაისიდან დაიწყო და დეკემბერში 1 ბარელი ნავთობის ფასი $50-ს გადასცდა, თებერვალში $60-ს. დღეს $64-ს უდრის.

ნავთობზე გლობალურმა ფასების ვარდნამ 2020 წელს საქართვლოს იმპორტის ღირებულება $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა იმპორტი რაოდენობრივად გაიზარდა 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე: ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ კომენდანტის საათმა საქართველოში საწვავის მოხმარება შეამცირა, ვანო მთვრალაშვილი იმპორტის რაოდენობრივ ზრდას იმპორტიორი კომპანიების მიერ მარაგების შექმნით ახსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system