თავში

საქართველოში შიდატურიზმი 8.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში შიდატურიზმი 8.6 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში შიდატურიზმი 8.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 992.9 ათასით განისაზღვრა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ 1.2 მილიონ ვიზიტს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.6 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მონაცემებს.

2019 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 530.7 ათასით განისაზღვრა, რაც 10.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2019 წელს ვიზიტორების 36.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 55.5 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.9 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.9 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. 

2019 წელს ვიზიტების უმრავლესობა (51.0 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 286.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 208 ათასი ვიზიტი თვეში). ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.

2019 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 153.5 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 3 ლარით და 129.3 ლარს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system