თავში

ENPARD-მა საქართველოში სოფლის განვითარების მოდელირების სრულყოფა დაასრულა

საქართველოში სოფლის განვითარების მოდელირების სრულყოფა დაასრულა
ENPARD-მა საქართველოში სოფლის განვითარების მოდელირების სრულყოფა დაასრულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ENPARD - ის ორწლიანი პროექტის „სოფლის განვითარების მოდელირების სრულყოფა საქართველოში“ დახურვის კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

კონფერენციის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელსაც ორგანიზაციები „მერსი ქორფსი“, „ფიფლ ინ ნიდ“და „ქეა ავსტრია“, სოფლის განვითარების ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებდა, 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მისი მიზანი ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომის ხელშეწყობა იყო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, პროექტმა ხელი შეუწყო აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში, ევროპული LEADER მიდგომის დანერგვას, რომლის საფუძველზეც ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ჩამოყალიბდა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შემუშავდა და ევროკავშირის გრანტების გაცემა 200-ზე მეტი ინიციატივისთვის განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system