თავში

საქართველოში სულ 59 952 მასწავლებელია

საქართველოში სულ 59 952 მასწავლებელია
საქართველოში სულ 59 952 მასწავლებელია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლის) ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდების შედეგად, მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსი 7 949 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა აიმაღლა.

2020 წლის იანვრის მდგომარეობით სისტემაში სულ 59 952 მასწავლებელია.

უფროსი მასწავლებელი - 37 460

წამყვანი მასწავლებელი - 2 908

მენტორი მასწავლებელი - 261

დაახლოებით 470 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია.

ასევე სისტემაში ისევ ძალიან დიდია იმ მასწავლებელთა რიცხვი, ვისაც კომპეტენცია არ დაუდასტურებია და შესაბამისად არ არის სერტიფიცირებული. კერძოდ კი, მასწავლებლის სახლისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით სისტემაში 14 344 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი რჩება.

რაც შეეხება სტატუსის ამაღლების საფუძველზე გაზრდილი დანამატის საკითხს, მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ის პედაგოგი, რომელსაც სტატუსი აუმაღლდა კონკრეტული თვის 10 (ათი) რიცხვამდე, დანამატს მიიღებს იმავე თვეს. თუ სტატუსის ამაღლება მოხდა კონკრეტული თვის 10 (ათი) რიცხვის შემდგომ, მასწავლებელი დანამატს მომდევნო თვიდან მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system