თავში

საქართველოში თხილის ჭარბ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან

საქართველოში თხილის ჭარბ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან
საქართველოში თხილის ჭარბ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან

„წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხით გამორჩეული იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელოში, მეთხილე ფერმერებთან შეხვედრაზე.

ლევან დავითაშვილი, სამეგრელოს მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა, ქ.ხობში ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს.

„ბოლო წლებში თხილის სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით, ეს სირთულეები დაძლეულია. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება. საერთაშორისო ბაზრების წლევანდელი ტენდენციების თანახმად, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი ფასი, შესაბამისად, 2020-21 წლების სეზონი ფერმერებისთვის ფინანსურადაც წარმატებული უნდა იყოს. მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და ბოლო წამლობა, ბოლო ოპერაციები ჩავატაროთ პასუხისმგებლობით და იმ პროტოკოლის დაცვით, რომელიც განვსაზღვრეთ. თხილის სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს ეკონომიკაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ღირებულებაში 100 მილიონს გადავაჭარბებთ და, დაახლოებით, 55 ათასი ტონა ხარისხიანი თხილის მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ იმედი გამოთქვა, რომ ქართული თხილი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასით ევროკავშირის ბაზარზე ძველ პოზიციებს დაიბრუნებს.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას პროგნოზით, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელ სეზონზე თხილის ფასი 3 ლარით მოიმატებს და ის, სავარაუდოდ, 7-9 ლარის ფარგლებში გაიყიდება. თოდუას ინფორმაციითვე თხილის მოსავლიანობა წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 15 ათასი ტონით მოიმატებს. ასოციაცია განმარტავს, რომ თხილის ექსპორტის ხაზი ევროპასთან არ გაწყვეტილა. რაც შეეხება მოსავლიანობას, თხილის მწარმოებელთა ინფორმაციით, ის 50 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც ფერმერებს 0,5 მილიარდ ლარის შემოსავალს მოუტანს. ცნობისთვის, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაახლოებით 25 000 ფერმერს აერთიანებს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული თხილის ფართობის მოცულობა 30 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა გახარიამ ლევან დავითაშვილს რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური ყურადღება და მზადყოფნა დაავალა.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system