თავში

საქართველოში ტრანსპორტზე ფასები 20%-ით გაიზარდა

საქართველოში ტრანსპორტზე ფასები 20%-ით გაიზარდა
საქართველოში ტრანსპორტზე ფასები 20%-ით გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

წლიურ ჭრილში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.2 პროცენტით, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 30.1 პროცენტით არის მომატებული, სატრანსპორტო მომსახურებაზე - 2.6 პროცენტით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე ფასები ერთ წელში 3.3 პროცენტით შემცირდა.

ხოლო, თვიურ ჭრილში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.4 პროცენტი)

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system