თავში

საქართველოში წარმოებულ მზის პანელებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება

საქართველოში წარმოებულ მზის პანელებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება
საქართველოში წარმოებულ მზის პანელებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე საწარმოს მიერ დამზადებული მზის პანელებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება. ამის შესახებ კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, დუბრიკ ფოტრაპოვმა განაცხადა. 

საწარმო წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. 

გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა, ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო.

დურბიკ ფოტრაპოვის განცხადებით, გერმანული კომპანიის მიერ 2018 წელს საქართველოში მზის პანელების პირველი ქარხნის გახსნა და ინვესტიციის განხორციელება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შედეგი იყო. „საქართველო ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტიციების თვალსაზრისით, რადგან მთავრობა ხელს უწყობდა პირდაპირ ინვესტიციებს და სპეციალური რეგულაციები დააწესა გადასახადების, გამჭვირვალეობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის GSP-ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა მან.

AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პანდემიის გამო არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, კომპანია საქართველოში საწამოო პროცესის გაფართოებაზე მუშაობს. კერძოდ, წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე გაიზრდება, შესაბამისად, შეიქმნება აზალი სამუშაო ადგილები.

„ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მზის პანელებს ერთი წლის განმავლობაში და უახლოეს მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე, რადგან საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში“, - განაცხადა დურბიკ ფოტრაპოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system