თავში

საქართველოში წარმოებული USB კაბელები ნიგერიაში გაიყიდება

საქართველოში წარმოებული USB კაბელები ნიგერიაში გაიყიდება
საქართველოში წარმოებული USB კაბელები ნიგერიაში გაიყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში USB კაბელების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერა. ნათია თურნავამ თქვა, რომ "ჯინვენტორმა" მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და კონკურენციაში მსხვილ მწარმოებლებთან შევიდა. ამისათვის სახელმწიფომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში გრანტი გასცა და სტარტაპს წარმოების მდგრადობაში ხელი შეუწყო. 

საქართველოში წარმოებული USB კაბელები აშშ-ში Amazon-ის საშუალებით იყიდება. მისი ექსპორტი დაგეგმილია ნიგერიაშიც. 

კომპანია მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას აჩვენებს. ისინი მოსახლეობისგან პლასტმასის ბოთლების თავსახურებს იბარებენ, რაც გადასამუშავებელი ნედლეულია. მიღებული პლასტმასას მეორადი გამოყენებით კი ისინი USB კაბელებს ამზადებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system