თავში

საქართველოში წელს 6 ახალი ჰესი გაეშვა

საქართველოში წელს 6 ახალი ჰესი გაეშვა
საქართველოში წელს 6 ახალი ჰესი გაეშვა

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, წლის ბოლომდე დამატებით 3 ჰიდროელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში.

„წელს ექსპლუატაციაში შესული 6 ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 27,47 მგვტ-ია. წლის ბოლომდე იგეგმება სამი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 3,72 მგვტ”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანი ჰესის პროექტის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ნამახვანი ჰესი ექსპლოატაციაში შევა, ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოხმარების 12%-ს დააკმაყოფილებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

თურნავას ინფორმაციით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 1150 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრე - ჰიდროსადგურები, თბოსადგურები, ქარის სადგური, რაც, დაახლოებით 50-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ათწლიან პერიოდში ექსპლუატაციაში შესული გენერაციის სიმძლავრეები.

„გეგმაში გვაქვს კიდევ დაახლოებით 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის სადგურები, მათ შორის მსხვილი ჰიდროსადგურები," - განაცხადა მინისტრმა 10 სექტემბერს „ენერგეტიკოსის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system