თავში

საქართველოში წელს აზერბაიჯანული ჩაის იმპორტი გაიზარდა

საქართველოში წელს აზერბაიჯანული ჩაის იმპორტი გაიზარდა
საქართველოში წელს აზერბაიჯანული ჩაის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში  აზერბაიჯანული ჩაის იმპორტი საქართველოში  გაიზარდა 10.8%-ით. 

ამის შესახებ report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

თუ გასულ წლის მხოლოდ პირველ ნახევარში მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში 0902 სასაქონლო კოდით შემოვიდა 2,097.1 ათასი დოლარის ღირებულების 343.4 ტონა არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაი, წელს ექვს თვეში საქართველოში იმპორტირდა 2,323.9 დოლარის ღირებულების 382.8 ტონა ჩაი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული ჩაის იმპორტის ზრდა ფიქსირდებოდა მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებითაც.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული იმპორტი საქართველოში 2020 წლის პირველ ნახევარში 16.9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან ჯამში 247,381.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა მაშინ როცა შარშან დროის იმავე მონაკვეთში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი ფულად გამოსახულებაში 297,659.0 დოლარს უტოლდებოდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები. მისი ექსპორტის მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 19.4%-ითაა შემცირებული, თუმცა საერთო მოცულობით ის მაინც საიმპორტო უმსხვილეს პროდუქტთა ნუსხაში ლიდერ პოზიციაზეა. შარშანდელთან შედარებით, 54.3%-ით არის შემცირებული აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში, თუმცა ის უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტთა ჩამონათვალში იმპორტის საერთო მოცულობით მეორე ადგილს იჭერს 18.9%-ითაა შემცირებული საქართველოში ელექტროენერგიის აზერბაიჯანული იმპორტი. იმპორტის მაჩვენებლით უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იჭერს საბეჭდი და გამომთვლელი მანქანების ნაწილები, რომელთა შესაძენად საქართველომ აზერბაიჯანს გადაუხადა 11,195.1 ათასიო დოლარი ეს მაშინ, როცა შარშან წლის პირველ ნახევარში ამ პროდუქტის იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების 5-ეულის ბოლო, მეხუთე ადგილს, ამ პოზიციაზეა ცემენტი, რომლის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოში შემცირებულია 37.8 %-ით. შარშან იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოში 10,632.7 ათასი დოლარის ღირებულების 189,758.6 ტონა ცემენტი იყო ექსპორტირებული, წელს კი ეს მაჩვენებელი 131,003.6 ტონამდეა შემცირებული, რაც ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა 6,614.6 ათას დოლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system