თავში

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მოდელი იქმნება

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მოდელი იქმნება
საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მოდელი იქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში შეხვედრა გამართა. მან ცირკულარული ეკონომიკის მოდელი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის "ორქისის" წარმომადგენელთა მონაწილეობით განიხილა.

აუცილებელია, შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა, შევქმნათ უნარჩენო ტექნოლოგია ქვეყანაში და წავახალისოთ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი. ერთიანი ძალისხმევით, ეს პროექტი წარმატებული იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ მიზნად ისახავს ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავებას, რათა დაჩქარდეს ქვეყანაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system