თავში

საქართველოში ციტრუსის წარმოება შემცირდა

საქართველოში ციტრუსის წარმოება შემცირდა
საქართველოში ციტრუსის წარმოება შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემცენარეობის 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020  წელს საქართველოში ყველა სახის ხილის წარმოება გაზრდილია, გარდა ციტრუსისა. შარშან ქვეყანამ აწარმოა 57.1 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 10.8 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ციტრუსის მოსავლის მაჩვენებელზე.

ხილისა და ხილის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის ექსპორტით შარშან საქართველომ 200 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.6 ათასი ტონა), სომხეთსა (8.9 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასრულებულია. სტანდარტული მანდარინი 30-მდე საწარმომ ჩაიბარა. არასტანდარტულ მანდარინი ფერმერებმა ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში ჩააბარეს.

შარშან საქართველოში ნარინჯისფერი რთველი 16 ნოემბერს დაიწყო.

2020 წლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონამდე იყო. საქართველოში წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია.

2020 წელს არასტანდარტული მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 7 ათასი ტონა იყო.

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა.სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო 500 000 ლარი.

შემსყიდველები ციტრუსს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში იბარებდნენ . რაც შეეხება, საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა.

შეგახსენებთ, ციტრუსი С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია, ამიტომაც პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ციტრუზე მოთხოვნა მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system