თავში

საქართველოში ცხოველებისათვის ავეჯს აწარმოებენ

საქართველოში ცხოველებისათვის ავეჯს აწარმოებენ
საქართველოში ცხოველებისათვის ავეჯს აწარმოებენ

შინაური ცხოველების ავეჯის ქართული მწარმოებელი კომპანია "ჯეორჯიან პროდაქტს" სახელმწიფოს ხელშეწყობით ხუთი წლის წინ დაარსდა. 

ამის შესახებ report.ge-ს სააგენტო "აწარმოე საქართველოდან" აცნობეს. სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველების ავეჯის წარმოება კომპანიამ 5 წლის წინ ერთი დასახელების პროდუქტით და 12 თანამშრომლით დაიწყო, დღეს კი, საწარმოში დასაქმებული 550-ზე მეტი ადამიანი 100-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში.

კომპანიის დაარსება შესაძლებელი გახდა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

"აწარმოე საქართველოში" ოთხი მიმართულებით მუშაობს.

"აწარმოე საქართველოში" ოთხი მიმართულებით მუშაობს:

"აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და განვითარება, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.„აწარმოე საქართველოში - ფილმის“ მიმართულების მიზანია საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისება და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system