თავში

რუსეთისა და ირანის გარდა, საქართველოში ტურისტების რიცხვი ყველა ქვეყნიდან გაზრდილია

საქართველოში ტურისტების რიცხვი ყველა ქვეყნიდან გაზრდილია
რუსეთისა და ირანის გარდა, საქართველოში ტურისტების რიცხვი ყველა ქვეყნიდან გაზრდილია

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, უკვე მესამე თვეა, საქართველოში თურქეთიდან ტურისტები იზრდება. მაშინ როცა ეს მაჩვენებელი შემცირებული იყო, მიზეზადაც, თურქეთში ლირის რეკორდული გაუფასურება სახელდებოდა. 


„მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიასანქციები დაწესდა, ივლისში დაფიქსირდა ზრდის ტემპების შენელება, თუმცა აგვისტოში მაჩვენებლები ცოტა გაუმჯობესდა და თუკი ორივე თვის მონაცემებს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყნიდან გვაქვს მნიშვნელოვანი მატება ვიზიტორების. ანუ მხოლოდ ორი ქვეყანაა, რუსეთი და ირანი, საიდანაც ვიზიტორების კლება ფიქსირდება“- აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

Galt&Taggart-ის შეფასებით, პოზიტიურია, ის ფაქტი, რომ ჯამურად ვიზიტორების ზრდის ტემპი დადებითია, ანუ შემცირებულია მოლოდინებთან შედარებით, თუმცა მთავარია,რომ კლება არ ფიქსირდება. რაც შეეხება შემოსავლებს, ეროვნული ბანკის შეფასებით, შემოსავლები 10%-იანი კლება გაქვს მაგრამ Galt&Taggart-ის გათვლებით, ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებბი უნდა იყოს.

ცნობისთვის,სს„გალტ & თაგარტი“  წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას საქართველოში. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით:

• საინვესტიციო საბანკო მომსახურება 

• აქტივების მართვა 

• დაგროვილი ქონების მართვა 

• საბროკერო მომსახურება 

• კვლევები 

კომპანია სს „ბიჯეო ჯგუფის“ 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. გალტ & თაგარტი ორიენტირებულია არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ რეგიონალური ბაზრების მოცვაზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system